„ქართული ოცნების“ ოფისთან მეანაბრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. „მოამბის“ ინფორმაციით, მმართველი პარტიის ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები აქციას მართავდნენ, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

 

 

დაკავების შემდეგ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. აქციაზე საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გავიდა, მან აქციის მონაწილე რამდენიმე პირს მოლაპარაკება შესთავაზა და პარტიის ოფისში შეიყვანა.

 

 

აქციის მონაწილეები მოლაპარაკების შედეგს ელოდებიან. მეანაბრეები კუთვნილი ანაბრების და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნებას ითხოვენ.