არც მაშინ მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები დამნაშავეები იყვნენ და მით უმეტეს, არც ახლა, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს.

 

მისი თქმით, დაკავებულ ფოტოგრაფებზე მიმდინარეობდა განსაკუთრებული ზეწოლა, თუმცა საზოგადოების სოლიდარობამ, მათ შორის, ჟურნალისტების სოლიდარობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

 

„მახსოვს, როდესაც გიორგი აბდალაძეს ზეწოლით უარი ათქმევინეს ჩემს ადვოკატობაზე. მან სასამართლო პროცესზე ჩემი აცილება მოითხოვა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის მიესალმება საქმის გახსნას და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები, რომლებიც დაკავებულ ფოტოგრაფებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ, სათანდოდ დაისჯებიან.