ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია. გადაწყვეტილება ვროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ერთობლივ მოლაპარაკებაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. ამ ინფორმაციას ევროპარლამენტის წევრი კატი პირი ავრცელებს.

 

სწორედ შეჩერების მექანიზმი იყო ბოლო ბარიერი ვიზალიბერალიზაციამდე. ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

 

"პარლამენტთან შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა წევრმა სახელმწიფოებმა ელჩების კონფიგურაციით უნდა დაადასტუროს ეს შეთანხმება და გამოდის, რომ რასაც ამდენ ხანს ველოდებოდით, ის შეთანხმება მიღწეულია, შემდეგ გადავა პლენარულზე და ამით დასრულდება შეჩერების მექანიზმის შემუშავება. შეჩერების მექანიზმი უნდა შეთანხმებულიყო, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოზე უკვე მიღებულია, შესულიყო ძალაში, როდესაც შეჩერების მექანიზმი დამტკიცდება. პარალელურად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხიც დამტკიცდება,“ - განაცხადა მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ.