გერმანიაში, ჰანოვერის ერთ-ერთ კლინიკაში 38 წლის ქართველი ინა მაზმიშვილი-ქირია გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, ინა მაზმიშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თევზის ფხა გადაეყლაპა, რომელიც ფილტვზე დაილექა. მაზმიშვილი ჰანოვერის კლინიკაში ექიმთან მივიდა. გარდაცვლილის და, ინა მაზმიშვილის სიკვდილის მიზეზად გერმანელი ექიმების შეცდომას და დაუდევრობას ასახელებს.

 


„საყლაპავი მილი დამიზიანდა. გასტროსკოპიის დროს ორგან გაიხვრიტა. ერთი პირდაპირ გულთან არის“, – ეს მესიჯი 38 წლის ინა მაზმიშვილმა დას, მეგი მაზმიშვილს ჯერ კიდევ 30 ნოემბერს მისწერა.


ამავე შეტყობინებაში, ინა მაზმიშვილი ამბობდა, რომ მას საოპერაციოდ ამზადებდნენ. ჰანოვერის კლინიკაში მისთვის გულზე სტენტირების ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.

 

„ჰანოვერში გადამიყვანეს საავადმყოფოში. გუშინ საყლაპავი მილი დამიზიანდა. გასტროსკოპიის დროს ორგან გაიხვრიტა. ერთი პირდაპირ გულთან არის. ახლა გამიკეთებენ ოპერაციას. სტენტს ჩავდგამთო“, – წერდა მაზმიშვილი მის დას.


38 წლის ქართველს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეუღლე და ორი შვილი – 12 და 2 წლის გოგონები დარჩა. ინა მაზმიშვილი-ქირია დღეს გერმანიაში დაკრძალეს.


ინა მაზმიშვილი, წარმოშობით, გორის რაიონის სოფელ ახალხიზიდან არის. როგორც გორის რაიონის სოფელ სკრის რწმუნებულმა ილია ოქროშიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ინა ოჯახით საქართველოდან უკვე რამდენიმე წელია წასულია და მეორე შვილი გერმანიაში შეეძინა.

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე: