ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს.

 

 

"დეკლარაციის სულისკვეთებამ გააერთიანა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები. მას შემდეგ ყველა თანამედროვე საზოგადოება იმის მიხედვით ზომავს თავისი განვითარების ხარისხსს, თუ რამდენადაა რეალიზებული უმთავრესი ეთიკური პრინციპი: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“.


ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ადამიანის უფლებები ზოგადად - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და ა.შ. უფლებათა მთლიანობას წარმოადგენს. მხოლოდ მისი სრულად აღიარების, პატივისცემისა და განხორციელების შემთხვევაში გვაქვს თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება.


საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს.


ამ ფასეულობათა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოული წევრის საქმეა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც", - აღნიშნულია მიმართვაში.