საფრანგეთის პოლიცია ოთხ მძარცველს ეძებს, რომლებმაც ლიონის სამხრეთით საინკასატორო ფურგონიდან 70 კილოგრამი ოქრო მოიპარეს.

 

თავდამსხმელებმა ფურგონს თავისი ავტომობილებით გადაუღობეს გზა, რის შემეგაც გაიტაცეს 1,6 მილიონი დოლარის ოდენობის ოქრო, მცველები კი ფურგონში ჩაკეტეს.

 

შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას მძარცველებმა ერთ-ერთ თავის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლი ახლოს მდგარ სხვა ავტომობილებზეც გავრცელდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაცვის თანამშრომლების გათავისუფლება მოასწრეს.

 

ინციდენტი პარიზისა და ლიონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.