"პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს სრული მხარდაჭერა, დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს" - ასე შეაფასა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ. მისი განმატებით, აღნიშნულ პროცესში მოწვეული სპეციალისტები, არასაპარლამენტო პარტიები იქნება ჩართული და ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს პარლამენტი.

 

 

"ამაში არათუ საწყენი არ უნდა იყოს არაფერი, არამედ ვისაც შეუძლია და მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს სრული მხარდაჭერა. ეს იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.