"ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიამდე ნაკლებად მოსალოდნელია აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპტთან შეხვედრა" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, თქმით, ის მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს ტრამპს. 

 

 

"ალბათ საჭიროა დონალდ ტრამპს მიეცეს პრეზიდენტად არჩეულს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს თავისი ადმინისტრაცია და დაიკავოს თანამდებობა" - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 

 

 

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება სურს. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვრისთვის არის დანიშნული.