ნარკოპოლიტიკა - თემა, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გახდა. ამ საკითხის ირგვლის საზოგადოება ორადაა გაყოფილი, ზოგი მხარს უჭერს კანონის შერბილებას, ზოგს კი მიაჩნია რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ბოროტებას მოუტანს ქვეყანას.

 

არაერთი აქცია მოეწყო და სატელევიზიო გადაცემა გაკეთდა ამ თემაზე, თუმცა დღემდე კიდევ ვერ შეთანხმდნენ საკითხზე  - მოხდეს თუ არა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლა.

 

არსებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მიდის მუშაობა ამ საკითზე, რათა მომავალში სწორი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

 

მანამდე კი ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა მოკლე მიმოხილვა იმის შესახებ თუ როგორი მიდგომა და მდგომარეობაა ამ საკითხთან მიმართებაში, ქვეყნებში სადაც ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასთან დაკავშირებით მოქმედებს კანონი დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ, ან ასეთი ნარკოტიკული ნივთიერების მიღება საერთოდ არის ლეგალიზებული.

 

გაეროს მონაცემებით მსოფლიოში 250 მილონი ადამიანი არალეგალურ ნარკოტიკს მოიხმარს, ანუ ყოველი ოცდამეათე ადამიანი პლანეტაზე არის ნარკომანი. ნარკომანების მაღალი სიკვდილიანობის (ბევრი მათგანი 30 წლამდე ვერ აღწევს), დანაშაულის რაოდენობის, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკების მოხმარებასთან, ან არალეგალურ ბრუნვასთან, ასევე ნარკომაფიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეღწევის გათვალისწინებით, შეგვიძლია მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოს პირველი დავალებაა.


ნარკოტიკებთან ბრძოლის უამრავი ხერხი არსებობს, რომელთა უმრავლესობა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებისკენ მიდის. თუმცაღა მრავალი ექსპერტის შეფასებით, ასეთ პრაქტიკას სასურველ რეზულტატამდე არ მივყავართ. მცდელობების მიუხედავად, ნარკომანების რიცხვი და ნარკოტიკების ბრუნვა რა მცირდება, პირიქით განაგრძობს ზრდას. ოპიუმ შემადგენელი ნივთიერებების მომხმარებლების რიცხვი მსოფლიოში 1988 წლიდან 2008 წლადმე 35 %-ით გაიზარდა, კოკაინის 27 %-ით მარიხუანის კი 8,5-ით. „მსოფლიო ომი ნარკოვაჭრობასთან წაგებულია“ პირდაპირ არის ნათქვამი გაეროს ანგარიშში.

 

დღეისთვის ნარკოტიკების ლეგალიზაცია რამდენიმე ქვეყანაშია ნებადართული, რომელთა რიცხვშია ავსტრალია, არგენტინა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, კანადა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ჩეხეთი, შვეიცარია და იამაიკა. ამ ქვეყნების უმეტესობაში დაშვებულია მსუბუქი ნარკოტიკი, მაგალითად მარიხუანა და კანაფი, უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო მიზნებისთვის.

 

ლეგალიზაციის პლიუსები:

 

1.პირველი შესამჩნევი უპირატესობა ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის არის ის, რომ მისი რეალიზაციის ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე ძალობრივი მეთოდით ბრძოლის ღირებულება.


2. სახელმწიფოს კონტროლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ნარკოტიკის ბრუნვაზე გადასახადის დაწესება, გაჩნდება ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების წყარო.


3. ნარკოტიკების ლეგალური გავრცელება იძლევა საშუალებას ნარკომანებზე კონტრლის დაწესების. იზრდება შესაძლებლობა ადამიანებზე თვალყურის დევნის, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს, რაც ექიმებს აძლევს საშუალებას კონსულტაცია გაუწიონ და გაატარონ კვლევები პაციენტებთან, რომლებიც ნარკოტიკდამოკიდებულები არიან. ეს კი შეამცირებს პერედოზირების რიცხვს და შეამცირებს სიკვდილიანობას.


4. ლეგალიზაცია შეამცირებს დანაშაულის რიცხვს, რომელიც ნარკოვაჭრობასთან არის დაკავშირებული.


რეალური შეფასება ნარკოტიკების ლეგალიზაციის ქვეყნების მაგალითზე, სადაც ასეთი პრაქტიკა გამოიყენება (ყველა მითი იმაზე, თუ რისი გაკეთება უნდოდათ ლეგალიზაციის მეშვეობით და რა გამოვიდა):

 

მითი 1: ნიდერლანდები დადებით პოლიტიკას ნარკოტიკების ლეგალიზაციის კუთხით ატარებენ


ჰოლანდიაში პირდაპირი მნიშვნელობით ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ მომხდარა, მაგრამ დაშვებულია კაფეების გახსნა, სადაც შესაძლებელია პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას ყიდვა. 1984-დან 1992 წლამდე მარიხუანას მოხმარება გაიზარდა თითქმის 200%-მდე

 

.
მითი 2: ლეგალიზაცია ამცირებს დანაშაულის რიცხვს, რომელიც მის მოხმარებასთან არის დაკავშირებული

კანონის გაუქმების შემდეგ, დაკავებების ნებისმიერე მოკლევადიანი შემცირება, ისევ არაფრისკენ მიდის. ამასთან ერთად, ნარკოტიკებით გამოწვეული დანაშაული, თავდასხმა, მკვლელობა, გაუპატიურება, ბაშვებზე ძალადობა, ვანდალიზმის აქტი - იზრდება ძალიან მალე.

 

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს დადგენილებით, დამნაშავეები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ 6-ჯერ მეტ დანაშაულს ჩადიან, 4-ჯერ მეტ თავდასხმას, და თითქმის ნახევარზე მეტ ყაჩაღობას, ვიდრე ისინი , რომლებსაც ფული ნარკოტიკების შეძენისთვის უნდათ. ხარჯები ჯანდაცვაზე, სოციალურ მომსახურებაზე და მართლმსაჯულებაზე ევროპაში უცებ გაიზრდება, თუ ნარკოტიკების ლეგალიზაცია იქნება. იმისი მტკიცება, რომ თუ ევროკავშირი ნიდერლანდების მაგალითს მიჰყვება, ეს შეამცირებს დანაშაულის რიცხვს, ამ ქვეყნის მაგალითიდან გამომდინარე გამოირიცხება. ჰოლანდიის მთავრობა აღიარებს, რომ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაული ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეუჩერებლივ იზრდება.

 

1981-დან 1992 წლებში დაფიქსერებულია დანაშაულის 60%-იანი ზრდა, უმეტესობა კი დაკავშირებულია ქონებრივ დანაშაულთან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჰოლანდიის ციხეში მყოფი ადამიანების 40%-ის დაკავება მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ნარკოტიკების გამოყენებასთან. ამსტერდამში ორჯერ მეტი პოლიციელია, ვედრე ამერიკულ საშუალო ქალაქში.

 

მითი 3: ნარკოტიკების ლეგალიზაცია შავი ბაზრის გაუქმებას შეუწყობს ხელს და შეამცირებს ორგანიზებული დანაშაულის რაოდენობას.


ამ შემთხვევაშიც ჰოლანდიის მაგალითი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. 1988 წლიდან დაწყებული 1993 წლამდე ორგანიზებული დანაშაულებების რიცხვი 3-დან 93-მდე გაიზარდა.

 

მითი4: ხელმისაწვდომობა და ლეგალურად ყიდვის შეასაძლებლობა ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების, როგორიცაა მარიხუანა, კოკაინი და ჰეროინი, არ ზრდის მათი მოხმარების რიცხვს.

 

ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ არსებულ გამოცდილებას, არამედ ადამიანის ბუნებას. 1984 წლიდან 1992 წლამდე ჰოლანდიელი მოზარდების მიერ მარიხუანას მოხმარება თითქმის გასამმაგდა. იტალიაში, სადაც მცირე რაოდენოთ ნარკოტიკების შენახვა 1975 წლიდან დანაშაულად აღარ ითვლება, მათ შორის ჰეროინის, 300 ათასამდე ნარკომანს ითვლის, რომლებიც ჰეროინზე არიან დამოკიდებული. 70-იან წლებში პრეზიდენტმა კარტერმა და კომისიამ, რომელიც ჯერ კიდევ ნიქსონის დროს შეიქმნა, რეკომენდაციას იძლეოდნენ მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნას და რიგ შტატებში გავრცელება და მოხმარება ნარკოტიკების იყო შერბილებული. და რა იყო შედეგი - მკვეთრი ზრდა ნარკოტიკების მოხმარების, უმეტეს შემთხვევაში ზრდასრულებში.

 

მითი 5: ლეგალიზაცია ჯანდაცვის მწვავე პრობლემას შეარბილებს და შეამცირებს ისეთი დაავდებების რიცხვს, როგორიც არის შიდსი

 

1986 წლიდან შვეიცარიაში ექსპერიმენტის დონეზე გაატარეს ასეთი პოლიტიკა, მისი შედეგები იყო კატასტროფული. შვეიცარიის მთავრობის წევრებმა ციურიხში შექმნეს საზოგადოებრივი პარკი, სადაც ნარკომანებს შეეძლოთ ჰეროინის გამოყენება. ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ამ პარკში არიგებდნენ უფასოდ შპრიცებს, პრეზერვატივებს, ამბულატორიულ დახმარებას უწევდნენ, კონსულტაციებს და მკურნალობას სთავაზობდნენ. მალე ეს ადგილი გახდა ცნობილი, როგორც „პარკი ნემსზე“. მას ათასით ნარკომანი ეწვია.

 

ყოველდღიურად აქ 15 ათასამდე შპრიცს არიგებდნენ და ძალიან ბევრს, რომლებმაც მეტი დოზა მიიღეს, მათ გრძნობაზე მოყვანას ცდილობდნენ. 1991 წელს დაფიქსირებული იყო 78 ფატალური შემთხვევა, რომელიც პერედოზირების გამო მოხდა, ორჯერ მეტი წინა წელთან შედარებით. შვეიცარიელებმა ეს პარკი დახურეს.

 

ქ-ნი ბონინოს მტკიცება, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია შეამცირებს შიდსის გავრცელებას, მისი ქვეყნის გამოცდილებას ეწინააღმდეგება.

 

იტალიაში ნარკოტიკების მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნის შემდეგ შიდსის დაავადების 2/3 დაკავშირებულია ნარკოტიკების მოხმარებასთან.

 

მითი 6: ნარკოტიკების ლეგალიზაცია უნდ გავრცელდეს მხოლოდ სრულწლოვნებზე, ნარკოტიკეის მოხმარება ხელმიუწვდომელი იქნება ბავშვებისთვის.

 

ნიდერლანდებში ძირითადად ნარკომანი ბავშვები ნარკოტიკებს ბავშვობის ასაკიდან ეჩვევიან. ჰოლანდიური ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 1993 წელს მოსწავლეებს შორის 12-დან 18-მდე ნარკოტიკების მოხმარება 1984 წლიდან 200%-ით გაიზარდა.

 

ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არსებობს ისეთი ვარიანტი, რომ ნარკოტიკების ბავშვების ხელში არ მოხვდეს. აშშ-ში ბავშვებს სიგარეტების, ლუდის და ალკოჰოლის ყიდვის უკრძალავს კანონი. თუმცა, დაახლოებით 4,5 მილიონი არასრულწლოვანი ამერიკაში ეწევა, 4,7 მილიონი მოზარდი კი ალკოჰოლს მოიხმარს.

 

ისტორიული და სამეცნიერო გამოცდილება აჩვენებს, რომ ლეგალიზაცია ზრდის ნარკომანების რიცხვს, დანაშაულის რიცხვი, რომელიც ამ მიზეზით ხდება, ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე ევროპაში.

 

მოყვანილი ქვეყნების მაგალითი და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც მიღებული იქნა კანონი დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ, ან მარიხუანის მიღება არის ლეგალიზებული, შედეგი არის მძიმე, ზოგ შემთხვევაში კი კატასტროფული.

 

ზოგი ქვეყანა მუშაობს ისევ კანონის შეცვლაზე, ანუ პასუხისმგებლობის დამძიმებაზე.

 

იმ საკითხზე, რომ ნარკოტიკის მოხმარების პირველი შემთხვევა, არ უნდა ისჯებოდეს კრიმინალური წესით, ვთანხმდებით, თუმცა თუ მოხმარება დაკავშირებულია საზოგადოებრივ რისკებთან ან სოციალურად საშიშ მდგომარეობასთან მაშინ უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით და ითვალისწინებდეს სასჯელს, მათ შორის თავისუფლების აღკვეთასაც.

 

თუმცა არის მთავარი პრობლემა - საზოგადოების ცნობიერება.

 

საზოგადოების დიდ ნაწილს ამ კუთხით არასაკმარისი ცოდნა გააჩნია და მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ამ მხრივ ცოდნის შეძენა და ცნობიერების ამაღლება.

 

და ყველაზე მთავარი,ნარკოტპოლიტიკის გადახედვამდე ძალიან კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას დავუთმობთ ნარკომანიით დაავადებული ადამიანების განკურნებას, ამისათვის კი აუცილებელია ახალი ტიპის სამკურნალო დაწესებულებების მშენებლობა, რადგან ბევრი ჩვენი თანამემამულე სამკურნალოდ ჩადის სხვა ქვეყანაში და გადის ძვირადღირებულ მკურნალობის კურსს, ვინაიდან ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებით საქართველოში მკურნალობის კურსის გავლა სირცხვილად მიაჩნიათ.