ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი რეალობა რუსეთის მხრიდან რეგიონში აგრესიული პოლიტიკის გატარებაა.

 

ქუთელიას თქმით, რუსეთი გახდა ძალისმიერი აგრესიული ძალა, რომელიც ცდილობს სხვადასხვა კომბინაციით ჰიბრიდული გამოწვევები შექმნას რეგიონში, ამით შეცვალოს ევროპული უსაფრთხოება და საზღვრები ევროპაში.

 

"ამიტომ, კარგია, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების დღის წესრიგშია, რადგან ეს არის ახალი გამოწვევა და შანსი, რომ მაქსიმალურად მოახდინოს გამოწვევების რეალიზება. ეს მიიღებს იმ შედეგს, რომელიც საქართველოს მიზნად აქვს დასახული“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 

„რუსეთიდან მომდინარე აგრესია ემუქრება არამხოლოდ საქართველოს და უკრაინას, რამედ ევროპულ უსაფრთხოებასაც“, - ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში დავით სიხარულიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აქ არ არის სამხედრო საფრთხეებზე საუბარი, არამედ რუსეთი იყენებს ყველა იმ მექანიზმს, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის, იგი თავისუფალი სამყაროს ძირის გამოსათხრელად იყენებს ფინანსურ მაქინაციებს, პროპაგანდასა და მოსყიდვებს.