პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიასთან და ამ პროცესთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას აღარ აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.

 

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ჩართულობა პროცესს მაღალ ლეგიტიმაციას, სანდოობას შესძენდა და ფართო კონსენსუსის გარანტი იქნებოდა.

 

პრეზიდენტის მრჩეველმა იმედი გამოთქვა, რომ კომისიის მუშაობა გამჭვირვალე იქნება. საერთო-სახალხო განხილვის ეტაპზე კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროცესში აქტიურად ჩართვას გეგმავს.