“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ დიღმის ტერიტორიაზე, გამწვანების ზონაში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სხეული იმდენად დამწვარი იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცია.

 

ერთი ვერსიით მოხუცი მამაკაცი დაუდგენელმა პირმა მოკლა და ცხედარი იქვე დაწვა, თუმცა მეორე ვერსიით საუბარია თვითმკვლელობაზე.

 

დამწვარი ცხედარის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზარხ მკვლელობა) მიმდინარეობს, თუმცა სავარაუდოდ ეს კვალიფიკაცია შეიცვლება, ვინაიდან არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სუიციდის ვერსიას ადასტურებს. მათ შორის გარდაცვლილის სახლში აღმოჩენილია წერილი, სადაც მოხუცი მამაკაცი წერს, რომ ვალების გამო თავის მოკვლას აპირებს.