სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა.

 

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის დარბაზს გაუჩნდა, საიდანაც ჭერში გავრცელდა და 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.

 

 

შენობაში რამდენიმე ორგანიზაციის ოფისი იყო განთავსებული, მათ შორის, სოციალური საწარმო, რომლის ინვენტარიც განადგურდა. ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა კი, შენობა მთლიანად დააზიანა.

 

 

ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი სავარაუდოდ, ბავშვების დაუდევრობით გაჩნდა.