ცნობილ ჩეხ ჩოგბურთელს, პეტრა კვიტოვას თავს დაესხნენ. უცნობი მამაკაცი მის საცხოვრებელ ბინაში შეიჭრა და სპორტსმენი დანით ხელის არეში დაჭრა. როგორც მოგვიანებით კვიტოვამ განაცხადა, მძარცველმა მას თავი გაზის ინკასატორად წარუდგინა და ბინაში ამ გზით შევიდა. თავდამსხმელს კვიტოვამ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგა მძარცველი გაიქცა. ამჟამად ჩოქბურთელი საავდმყოფოშია. მას ხელის თითებზე ოპერაცია დასჭირდა. თავდამსხმელს პოლიცია ეძებს.