ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე ადამიანი დააკავა. საქმე სავარაუდოდ, საგადასახადო დავალიანებებს ეხება. დაკავებულები კერძო ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილების თქმით, დაკავებულთა შორის ერთი-ერთი ქალია, ის აფთიაქის მფლობელია.

 

სამართალდამცავებმა აიყვანეს სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი მამაკაციც. დაუდასტურებელი ინფორმაციით დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს.

 

დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მათ ახლობლებს დავალიანება ერიცხებოდათ, თუმცა ყველა მათგანს ჯარიმა შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული ჰქონდათ.

 

„იყო დავალიანებები, როლებსაც იხდიდნენ და გასაჩივრებაზე ჰქონდათ შეტანილი ბოლო 2 წელია. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ, დაადეს ხელბორკილები და აიყვანეს,“ - განაცხადა დაკავებულების ახლობელმა იზა გულუამ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე ადამიანის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.