ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს:

 

გლდანის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების და გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.