პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პარტია არსებობას ამთავრებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)",- წერს დარჩიაშვილი.