ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2017 წელი მაგარი წელი იქნება კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მაცხოვრებლისთვის.

 

 

"ეს იქნება ძალიან ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება ძალიან მაღალ დონეზე იქნება დაცული. მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იქნება კიდევ უფრო დიდი მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც 24 საათი იშრომა, რათა გუდაურის პროექტი გამხდარიყო რეალობა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.