"მერაბ კილაძე - ადამიანი, რომელიც დააკლდა ჩვენს ქვეყანას...",- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ცნობილი ექიმის, მერაბ კილაძის გარდაცვალებას.

 

"ქართულმა მედიცინამ დაკარგა გამორჩეული ექიმი, ჩვენმა საზოგადოებამ კი - გულისხმიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული კაცი. მთელი გულით თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს",- ნათქვამია სამძიმრის წერილში.