საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს სავარაუდოდ აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ექიმმა ცისანა შარტავამ მიაწოდა.

 

 

შარტავას ინფორმაციით, ამ დროისთვის პატრიარქის ჯანმრთლობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

 

"პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ.

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარაში საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრეო. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.