საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას მკურნალობა საპატრიარქოში უტარდება.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 25 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარაში საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

 

მკურნალის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქს აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.