სოლიდარობის ფონდი 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

"თურქეთის კლინიკა „მედიკალ პარკი“-ს წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის მიხედვით ამ დროისთვის მიმდინარეობს ანასტასიასათვის დამატებითი დიაგნოსტიკური პროცედურები და სათანადო მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა.

 


სოლიდარობის ფონდს ანასტასიას ოჯახმა დახმარებისთვის 2 დღის წინ მომართა, ამ პერიოდის განმავლობაში, გარდა ფინანსური დახმარებისა ოჯახს დეპორტაციისა და ვიზის პრობლემა ჰქონდათ რაც კიდევ უფრო ართულებდა ბავშვის სხვა ქვეყანაში გადაყვანის პროცესს.

 


გუშინ დილიდან აქტიურად განიხილებოდა ბავშვის თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირება, მოგეხსენებათ რომ გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა (ექიმები ელოდებოდნენ ბავშვის მდგომარეობის დასტაბილურებას რათა ტრანსპოერტირებასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე ყოფილიყო დაყვანილი ვინაიდან შესაძლო იყო ტრანსპორტირებას გართულებები მოყოლოდა), არსებობდა ტექნიკური პრობლემები რაც ხელს უშლიდა ბავშვისა და მშობლის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას.

 


როგორც უკვე გაცნობეთ, ანასტასია თავის დედასთან ერთად დღეს უკვე ქალაქ სტამბოლში იმყოფება.
სოლიდარობის ფონდმა საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი დახმარებით არამხოლოდ ანასტასიას დაფინანსება შეძლო, არამედ ბავშვის გადასარჩენად ყველანი ვიდექით ერთად - ბავშვის ოჯახი, ექიმები, სამინისტროები, დიპლომატიური მისიები, ანასტასიას გულშემატკივრები...

 


ანასტასიას ოჯახისა და სოლიდრაობის ფონდის სახელით უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ქალბატონ ნინო კობახიძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს, თურქეთში ჩვენ დიპლომატიურ მისიას, საემიგრაციო სამსახურსა და თურქეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ავთანდილ თალაკვაძეს, ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსს ქალბატონ ხათუნა ჩაჩავას.

 


საქართველოს აეროპორტის გაერთიენების უფროსის მოადგილეს უშიშროების საკითხებში ბატონ დავით ჯაბუას, აეროპორტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა შესაბამის უწყებას. ასევე,ანასტასიას ტრანსპორტირებისა და სპეციალური რეისით გადაყვანის ორგანიზებაში მონაწილე სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრ „ემერჯენსი სერვის“-ის გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ვაშაკიძეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს რომლებმაც ფასდაუდებელი შრომა გაწიეს ბავშვის დასახმარებლად.
ნამდვილად გვეამაყება, რომ ათი ათასობით ადამიანისა და 41 კომპანიის თანადგომით სოლიდარობის ფონდს შეუძლია ონკოლოგიის პრობლემის მქონე თითოეული ბავშვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა.

 

კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით ფონდის თითოეულ გულშემატკივარს რადგან ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა!",– ნათქვამია განცხადებაში.