ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა,- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა. მას შემდეგ რაც, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკში“ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს კონკრეტული პირების მხრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა შეისწავლა მასალები და ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს. მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2 თანამშრომელი. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას მსგავსი, შესაძლო დარღვევების გამოსავლენად”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავა.

 

 

ამავე თემაზე: საპენსიო თანხების მითვისების ფაქტზე, „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ორი თანამშრომელი დააკავეს