თურქეთი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.

 

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 4 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც სასაზღვრო რაიონიდან ისლამისტების განდევნა შეძლო.

 

ახლა თურქეთს ავიაიერიშების სახით დახმარება ელ-ბაბის დასახლებაში სჭირდება, სადაც მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტებმა თურქი სამხედროების ტყვედ აყვანა შეძლეს. სირიის ოპოზიციური ძალები კი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურქეთის მიერ ელ-ბაბის დაბომბვას 80 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.