“საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასიკეთოა“, – ამის შესახებ „კვირას“ პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

 

მისი ინფორმაციით, პატრიარქს ვირუსული გრიპი ჰქონდა და მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების მიზნით, იგი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


„დღეს მე-4 დღეა, რაც ავადაა, ამიტომ მის სრულ გამოჯანმრთელებაზე საუბარი ნაადრევია. ორ დღეში გამოიკვეთება მისი მდგომარეობის საერთო სურათი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა არის სასიკეთო“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.