"სოციალურ ქსელებში პაციენტ ანასტასია ზაალიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა იაშვილის კლინიკაში მას არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტზე ჩატარებული ყველა ტიპის სამედიცინო მანიპულაცია იყო სასიცოცხლო ჩვენებით აუცილებელი და მაღალი სამედიცინო სტანდარტით განხორციელებული.


2 წლისა და 8 თვის ანასტასია თურქეთში მკურნალობის კურსს იმავე დიაგნოზით და იგივე გეგმით განაგრძობს, რაც მას ჩვენი კლინიკის ექიმების მიერ ჰქონდა დანიშნული.

 

მ. იაშვილის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და სოლიდარობის ფონდმა დღეს თურქეთის MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც თურქი კოლეგები პაციენტის მკურნალობის სქემას დეტალურად აღწერენ და განმარტავენ, რომ თბილისში ჩატარებული მკურნალობა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის და დიაგნოზის გათვალისწინებით იყო დროული, მართებული და აუცილებელი. ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნეიროქირურგიული მანიპულაცია (შუნტირება) ჩატარებული იყო სწორად და იაშვილის კლინიკაში ჩადგმული შუნტი MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალშიც კარგად ფუნქციონირებდა.

 

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო ანასტასიას გამოჯანმრთელებას უსურვებს",– ნათქვამია განცხადებაში.

 

იხილეთ წინა სტატია: