აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იტყობინება. CNN-ის ცნობით, თეთრი სახლი მოსკოვისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შესაბამის განცხადებას დღეს, 29 დეკემბერს გააკეთებს.

 

რუსეთის წინააღმდეგ იგეგმება უკვე არსებული სანქციების გაფართოვება და დიპლომატიური ზომების ამოქმედება, ასევე საიდუმლო ზომების მიღება.

 

აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.