გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 12 ფაქტი გამოავლინეს.


გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მოჭრეს რცხილას, წიფლის, მუხისა და თუთის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე.


აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები კი შემდგომი რეაგირებისათვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.