ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

 

 

„პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის. არ მაქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე უკიდურესად საყურადღებოა მისი ჯანმრთელობა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“,- აღნიშნა სერგეენკომ.