საქართველოს მუიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, წმინდა გიორგის უბანში, საბავშვო ბაღს აშენებს. მშენებლობის პროცესი, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მცხეთა მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.

 

 

პროექტით გათვალისწინებულია 160 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობის აშენება. შენობის მთლიანი ფართი 700 მ2. უკვე დასრულებულია არსებული ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს ახალი შენობის ფუნდამენტის ჩასხმის სამუშაოები.

 

 

წმინდა გიორგის უბანში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სრული ამორტიზების გამო, მუხრანის მოსახლეობას ბავშვების ტარება ქსნის საბავშვო ბაღში უწევს. ბაღის, მწყობრიდან გამოსული, ძველი შენობა მთლიანად დაინგრა და მუხრანელი პატარებისთვის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა შენდება.

 

 

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 1 600 000 ათას ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2017 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

 

 

ობიექტზე დასაქმებულია 15 ადამიანი