თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ჩეჩენი მამაკაცი, რომელსაც საცხოვრებელ კომპლექს "დრიმ თაუნის" მე-16 სართულზე სნაიპერმა ესროლა.

 

გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარებას გულისხმობს.