მუსიკოსი, ქორეოგრაფი, ცეკვა „რაჭულის“ ავტორი დავით (დათუნიკა) სხირტლაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ადასტურებს და უსამძიმრებს რაჭას და სრულიად საქართველოს.

 

როგორც ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დათუნიკა სხირტლაძე ამბროლაურში სცენაზე, კონცერტის დროს გარდაიცვალა.