საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა , ისკო დასენმა თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

 

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს არ იქნება ერთჯერადი და ხელისუფლება სოციალურად დაუცველ პირებს მომავალშიც დაეხმარება.

 

"დღეს ჩვენ შევკრიბეთ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები და  მივულოცეთ ახალი წელი. მინდა აღვნიშნო რომ ეს გაგრძელდება და  არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ საახალწლოდ, მაქსიმალურად ყველაფერს ვიზამთ რომ უყურადღებოდ არ დავტოვოთ არავინ  ვისაც უჭირს. კიდევ ერთხელ მინდა ყველას , მთელს საქართველოს მივულოცო ახალი წელი", - განაცხადა ისკო დასენმა.