"ეროვნული ბანკის ყველა ქმედება დაფუძნებული იქნება იმაზე, თუ რა მოლოდინები გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ დავუშვათ მაღალი ფასები”, - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი ერვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დაზუსტებული მონაცემები 3 თვეში იქნება.

 

 

"მე მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც დოლარში აქვთ სესხი, მათი ხარჯები გაიზარდა და ამ ადამიანისთვის სულერთია, როგორ საიდან გაიზარდა ხარჯები - ინფლაციიდან თუ კურსიდან. თუ ჩვენ გვინდა შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის მერყეობაზე დროთა განმავლობაში, მაშინ მნიშვნელოვანი ხდება დაბალი ინფლაციის შენარჩუნება და ჩვენი ყოველი ქმედება ამაზე იქნება მიმართული“, - განაცხადა გვენეტაძემ.