თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ყაჩაღობა მოხდა, რა დროსაც საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს.

 

 

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია სავარაუდო დანაშაულში ეჭვმიტანილი 30 წლამდე პირი.

 

 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. უწყებაში ჯერჯერობით სხვა კომენტარი არ კეთდება.

 

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არც საქართველოს ბანკში არ აკეთებენ.