2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილი გარდაიცვალა. პატარას დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა გადარიცხა თანხა, თუმცა სიკვდილთან ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა.

 

ანასტასიას, რომელსაც მეოთხე სტადიის ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე დაუდგინდა, თურქეთში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა გოგონას ორგანიზმმა ოპერაციას ვერ გაუძლო ანასტასია ზაალიშვილი გარდაიცვალა. ამ ამბავს "დედების ფონდის" ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსუდან ნიჟარაძე ავრცელებს:

 

"ისევ უთანასწორო ბრძოლა!
ისევ სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება!
ისევ უსამართლობა!
შეგიყვარე, ანასტასია და მიყვარხარ, დედი.
უფალმა გაგინათოს სასუფეველი!"