საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა ქონების გადასახადის შეღავათი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე, თუ პირის/პირის ოჯახის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.

 

 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. კერძოდ, ფიზიკური პირი გადაიხდის საკუთრებაში არსებული ავტომობილის ღირებულების 0,05%-დან 0,2 %-მდე, თუკი მისი და მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000-დან 100,000 ლარამდე შეადგენს და 0.8%-დან 1%-მდე, თუკი მისი და მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 100,000 ლარზე მეტია.

 

 

ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადასახადს იხდის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული წლის მიხედვით.

 

 

აღნიშნული ცვლილებების შედეგად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება 3 მილიონი ლარით, რაც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში.