საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია.

 

როგორც ცისანა შარტავამ რუსთავი 2-ს განუცხადა, ილია მეორის მდგომარეობა უმჯობესდება.

 

„პატრიარქი თავად თავს კარგად გრძნობს, მისი ლაბორატორიული კვლევების მონაცემებიც უმჯობესდება. მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია, შეინიშნება დადებითი დინამიკა და ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ.

 

ექიმის აზრით, ილია მეორე 7-ში, შობის წირვაზე დასწრებას შეძლებს.