"წინასაარჩევნო პერიოდში პოლიცია მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თვალშისაცემად ნაკლებად აჯარიმებდა. #GDI-ის მომზადებულ ინფოგრაფიკაზე ეს მონაცემები რიცხვებში და პროცენტულად არის მოცემული.

 

მონაცემები ასახავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის - „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა“ - სამართალდარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებებს 2014, 2015 და 2016 წლების აგვისტოს, სექტემბერისა და ოქტომბერის თვეში.

 

ინფოგრაფიკაზე ასახული მონაცემები საფუძვლიანს ხდის ვარაუდს, რომ პოლიცია წინასაარჩევნო პერიოდში თავს იკავებდა სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემისაგან, რაც შეესაბამება საზოგადოების ნაწილში არსებულ შეხედულებას, რომ ხელისუფლება რეპრესიული მექანიზმების შერბილებით ცდილობდა გავლენა მოეხდინა ამომრჩეველთა განწყობებზე და იყენებდა სამართალდამცავი ორგანოს პოლიტიკურ პროცესში",- ნათქვამია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.