ტრაგედია ჩინეთში, ერთ-ერთი აკვაპარკის აუზში მოხდა.

4 წლის ბიჭი წყალში მაშინ დაიხრჩო, როდესაც მოზარდის დედა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მობილური ტელეფონით აგზავნიდა.

 

იმის მიუხედავად, რომ ქალი ბავშვის სიახლოვეს იდგა, მან ვერ შეამჩნია, როგორ დაიღუპა მისი შვილი. შემზარავი კადრები აკვაპარკში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

 

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.