გიგი უგულავა 9 იანვარს გათავისუფლდება. სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილმერს პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.

 

საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში სასამართლომ უგულავას სასჯელი გადააკვალიფიცირა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სასჯელად 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუტოვა.

 

არ არის გამორიცხული, გიგი უგულავამ საპატიმრო დღესვე დატოვოს.

 

ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში თბილისის ყოფილი მერი 2015 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ კი სააპელაციო სასამართლომ კი, წინა ინსტანციის მსგავსად, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 

რიყის პარკის ეპიზოდზე კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.