საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.

 

საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 

ღვთისმსახურების დაწყებამდე, სამების ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.