აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას ბოლო მიმართვა თეთრ სახლში ემოციური გამოდგა. ამის შესახებ The Washington Post წერს. პირველმა ლედიმ ახალგაზრდობას მიმართა და მათ უსურვა, არ დანებდნენ, იყონ საკუთარი მიზნების ერთგულნი.

 

„მინდა, ჩვენმა ახალგაზრდობამ იცოდეს, რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, ყურადღება მოიკრიბეთ. თქვენ კარგი განათლების მიღების უფლება გაქვთ“, - განაცხადა მიშელ ობამამ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის საკითხებზე მომავალშიც იმუშავებს. მანვე, მისი მეუღლის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

 

„უდიდესი პატივია, იყო თქვენი პირველი ლედი. იმედია, თქვენც ამაყობდით ჩემით“, - განაცხადა მიშელ ობამამ.