ბაქოში, Iraq Airlines-ის ოფისში სროლა იყო - მოკლულია თანამშრომელი. ამის შესახებ სააგენტო Report იუწყება. პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე განხორციელდა.

 

სააგენტო АРА კი წერს, რომ მკვლელობა Dəmirci Tower-ის მესამე სართულზე მოხდა, სადაც ავიაკომპანიის ოფისია განთავსებული. „ვინჩესტერით“ 1993 წელს დაბადებული პირია მოკლული.

 

ასევე, ამავე სააგენტოს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი - 1989 წელს დაბადებული პირი უკვე დაკავებულია.