ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორის, კობა ქანთარიას საცხოვრებელი სახლის დაიწვა.

 

 

როგორც „ინფო9"-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, განადგურდა სახლის დიდი ნაწილი და ოჯახის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ეზოში იდგა.

 

 

შემთხვევის დროს სახლში ვიცე-გუბერნატორის ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

 

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.