NBA All Star-ის შედეგები ზაზა ფაჩულიამ უცხოელ ჟურნალისტებთან შეაფასა. ფაჩულია ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

 

„არ გამკვირვებია ასეთი შედეგი, რადგან ქართველები პირველად შარშან ჩაერთვნენ ამ პროცესში. NBA -ში 14 წელია ვთამაშობ და ცხადია, რომ ხმათა ნაწილი შტატებიდანაა , მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ, ჩემი ხმები ქართველი ხალხისგანაა. მათ აქვთ ამის გამოცდილება, იციან წესები.

 

 

ეს ბუნებრივად ხდება. მე არასოდეს ვითხოვ ხმის მიღებას, რადგან გუნდზე და თამაშებზე ვარ ორიენტირებული. მე მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავიხადო. მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის რადგან როგორიც არ უნდა იყო ცხოვრებაში უარყოფითი თუ დადებითი პიროვნება, ასეთ რამეს ვერ იყიდი.

 

 

ძალიან ვაფასებ თანადგომას. ეს მხარდაჭერა და სიყვარული მამოძრავებს და არა All Star-ის თამაში“,- აღნიშნავს ფაჩულია.

 

 

NBA All Star-ის შედეგების მიხედვით, ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია 439 675 ხმით მეორე ადგილზეა.

 

 

პირველ ადგილს ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი 541 209 ხმით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 341 240 ხმით კავაი ლეონარდია.

 

info9.ge