გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა.


მისი თქმით, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი გუშინ საღამოს შედგა. რატიანის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს.


”შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება კიდეც. სწორედ ამ ფონზე გიგიმ ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, – აღნიშნა სერგო რატიანმა.


მისივე თქმით, პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება. რატიანი ამბობს, რომ არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ემორჩილება მეორე მხარე.