„თელასის“ განცხადებით, ვაკის რაიონში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში კერძო კომპანიამ მექანიკურად დააზიანა სს „თელასის" მაღალი ძაბვის კაბელები.

 

ამის გამო დღეს 09:30 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა ვაკის რაიონის 360 აბონენტს, კერძოდ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. სს „თელასი“-ს ტექნიკური სამსახური აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და აბონენტების ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.