საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში მყოფ ისრაელის პირველ ლედის ნეჩამა რივლინს პრეზიდენტის სასახლეში ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა.

 

 

ისრაელის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუას საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა საქართველოსა და ისრაელს შორის კულტურული ურთიერთობები განიხილეს.

 

 

შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ და ნეჩამა რივლინმა საჩუქრები გაცვალეს.

 

 

მაკა ჩიჩუამ სტუმარს ტიხრული მინანქრის ტექნოლიით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი უსახსოვრა.

 

 

ნეჩამა რივლინმა კი მაკა ჩიჩუას ებრაული ტრადიციული სუვენირები გადასცა.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ჩიჩუამ და ნეჩამა რივლინმა მეტეხის ტაძრის ეზოდან თბილისის ხედები დაათვალიერეს.