პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"აბსოლუტურ უსინდისობად მიმაჩნია რატი გაჩეჩილაძის დაკავება!!! ჯერ ერთი, კარგად ვიცნობ რატისაც და გვარამიასაც და სრულიად დარწმუნებული ვარ რომ კონფლიქტი გვარამიას პროვოცირებული იქნებოდა, რადგან ნიკა უაღრესად გამოცდილი, შტატიანი პროვოკატორია...


მეორეც, რა თქმა უნდა არ ვამართლებ და ვგმობ ძალადობას, მაგრამ წინააღმდეგი ვარ შერჩევითი სამართლის:რაც პოლიტიკოსებს მუშტები აქვთ მოქნეული ერთმანეთისთვის, რაღაც ვერ ვიხსენებ ვინმე ამისთვის დაეკავებინოთ...


და არც ამერიკის ელჩების შეშფოთებული კომენტარები მახსოვს როცა ეს ბანდა ძალადობდა ქუჩებში...",- წერს ბაღათურია.